კალათბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელი ჟურნალის პრეზენტაცია გამართა
კალათბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელი ჟურნალის პრეზენტაცია გამართა

„თბილისი ივენთ ჰოლში“ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ჟურნალის „წლის წიგნი 2016-2017“-ის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე გასული ოთხი წლის განავლობაში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაო შეჯამდა.

„წლის წიგნში“, რომელიც ფედერაციამ გამოსცა, თავმოყრილია აქამდე გამოცემული ექვსივე „წლის წიგნი“, მწვრთნელთა სახელმძღვანელო და იმ მასშტაბური ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც ფედერაციამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე განახორციელა.

ღონისძიებაზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ თანამშრომლობისთვის და საკალათბურთო ღონისძიებების აქტიურად გაშუქებისთვის პირველი არხი დააჯილდოვა. სიმბოლური პრიზი გადაცემა „სპორტის დაფის“ წამყვანს დავით ბანანაშვილს გადასცეს.