ტრადიცია გრძელდება – წინანდალი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს წელსაც მასპინძლობს. ორგანიზატორები სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ. ადგილობრივ არტისტებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი შემსრულებლები იქნებიან, გაზრდილია მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალი.