კამპანია „იმშობლეს“ ფარგლებში, „მშობლების დედაენის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ევროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ერთობლივი სოციალური ცვლილების ინიციატივით მომზადდა. ღონისძიებას მთავრობის, ევროკავშირის, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და მშობლები ესწრებოდნენ. აღნიშნული მშობლებისთვისაა განკუთვნილი და ბავშვებთან არსებული გამოწვევების დასაძლევად, სასარგებლო რჩევებს აერთიანებს.