წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიში

ციხეებში არსებული მდგომარეობა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი 2021 წლის მაისში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. პრობლემებს შორის დასახელებულია ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის პრაქტიკის არსებობა, არაფორმალური გავლენები, კრიმინალური სუბკულტურის ნიშნები, რაზეც ორი წლის წინ საკუთარ საკმაოდ მწვავე შინაარსის დასკვნაში სახალხო დამცველიც მიუთითებდა. უშუალოდ მსჯავრდებულების მიმართ მოპყრობის კუთხით კი ანგარიშში პრეტენზიები გამოთქმული არ არის. კომიტეტის მიერ წარმოდგენილ რამდენიმე შენიშვნას იუსტიციის სამინისტრო არ იღებს.