თბილისში პირველი i5 ვორქშოპი იმართება – ღონისძიებას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მასპინძლობს. ორგანიზატორების განმარტებით, ვორქშოპის მიზანია, სტუდენტების აღჭურვა გლობალური საკითხებისა და მდგრადი განვითარების მიზნების გამოწვევების გადასაჭრელად საჭირო უნარებით.
ვორქშოპს აკადემიური პერსონალი, კერძოდ, ბიზნესის მენეჯმენტის პროფესორები, დეკანები, რექტორები და განათლების ადმინისტრატორები ესწრებიან. მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მდგრადი განვითარების თემატიკით.