უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს მოუწოდა, რუსეთის მიერ კრემენჩუკზე განხორციელებული თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასოს და აგრესორი ქვეყანა დასაჯოს.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე ითხოვს, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოდან და გენერალური ასამბლეადან გარიცხონ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რომელიც ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.