ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტს მოუწოდებს, მიიღოს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უკრაინაში მებრძოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკრაინის პასპორტებს გასცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უნდა მიიღონ „თავდაცვითი საკანონმდებლო პაკეტი“, რომელიც კურსკში მებრძოლი უკრაინელი და სხვა ქვეყნის მოქალაქეთა სტატუსის განსაზღვრას მოიცავს. ზელენსკის განცხადებით, ეს პაკეტი მოიცავს საკანონმდებლო დონეზე გარანტიებს, რომ კურსკში ან რუსეთის სხვა ოლქებში მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცები ისარგებლებენ იმავე შეღავათებით, რომლითაც უკრაინაში წინა ხაზზე მებრძოლი სამხედროები.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მაქსიმალურ დაფასებასა და აღიარებას იმსახურებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან. ზელენსკის თქმით, ეს მებრძოლები იმსახურებენ უკრაინის მოქალაქეობის მიღებას.