უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნით, დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ქმედებებს ტერორისტულ აქტად აფასებს და პარტნიორებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის ოთხი თვის განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული რაკეტების, ავიაბომბების, რეაქტიული არტილერიის, ჭურვების რაოდენობა ცხადყოფს, რომ ეს არის ტერორი. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომი არ გაჭიანურდება, თუ პარტნიორებისგან თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს მიიღებენ. მისი თქმით, დიდი შვიდეულის ლიდერები მას ამას დაჰპირდნენ.