უკრაინელმა სამხედროებმა სექტემბერში, აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ცხრა ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს მოუწოდა, ითანამშრომლონ სპეცსამსახურებთან და გადასცენ ყველა ინფორმაცია ფსევდო რეფერენდუმების ორგანიზატორების, მობილიზაციისა და ზოგადად, რუსული არმიის შესახებ.