ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება აშკარად მიუთითებს, რომ ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები ძალიან ფრთხილად და გაბედულად წყვეტენ ამოცანებს, რომლებსაც სარდლობა მათ წინაშე აყენებს, ასევე, ქვეყნის ხელისუფლება აგრძელებს სტაბილიზაციის ზომებს რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსული სისასტიკის სულ უფრო მეტი ფაქტი ფიქსირდება.