„უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მზადყოფნას დაუთმოს თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ბი-ბი-სი-სთან“ ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაყინვა აგრესორთან, რომელიც შეუნარჩუნებს უკვე დაკავებულ უკრაინულ ტერიტორიას, ომიდან კარგი გამოსავალი არ არის.