„ჩინეთი ეხმარება რუსეთს ზეწოლა მოახდინოს სხვა ქვეყნებზე, რომ მათ მშვიდობის სამიტში არ მიიღონ მონაწილეობა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სინგაპურში განაცხადა. „შანგრილას დიალოგის“ სახელით ცნობილ უსაფრთხოების სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი იყენებს ჩინეთის გავლენას რეგიონში, ასევე ჩინელ დიპლომატებს, რათა ყველა ხერხით ჩაშალოს შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი. ცნობისთვის, 31 მაისს ჩინეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ქვეყნის წარმომადგენლები შვეიცარიაში დაგეგმილ სამიტს სავარაუდოდ არ დაესწრებიან.