უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს მოხსნისთვის ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიას მადლობას უხდის. მისი თქმით, თუ მეზობელი ქვეყნები ევროკავშირის კანონს დაარღვევენ, უკრაინა მათ „ცივილიზებულ პასუხს“ გასცემს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, ევროპული ურთიერთობის გაძლიერებაა.