უკრაინის პრეზიდენტმა კიევის ხელისუფლება ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემების ფონზე, უხარისხო მუშაობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ზელენსკის თქმით, კიევში ბევრი საჩივარია სპეციალური პუნქტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტი მერიისგან ხარისხიან მუშაობას ელოდება. პროფანაციას არავინ არავის აპატიებს, ისევე როგორც ტყუილს ანგარიშებში, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პირველ ნოემბერს კიევის მერმა განაცხადა, რომ დედაქალაქში მოსახლების გასათბობად ათასამდე პუნქტი ამოქმედდებოდა.