ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის პირველი ლედის კონგრესში სიტყვით გამოსვლას გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ამერიკელმა სენატორებმა კონგრესს წარუდგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ დოკუმენტი გმობს რუსეთს, გენოციდის აქტების გამო და მოუწოდებს ამერიკას, რომ ნატო-სა და ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად, უკრაინის ხელისუფლებას მხარი დაუჭირონ.