ჩვენ გვჭირდება ძლიერი საჰაერო თავდაცვა, თანამედროვე, სრულიად ეფექტიანი, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს დაცვა რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტებისგან, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში. ზელენსკის თქმით, ამის შესახებ პარტნიორებთან ყოველდღე საუბრობს და უკვე არის გარკვეული შეთანხმებები, თუმცა მათ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ, თუ ნამდვილად მეგობრები არიან და არა დამკვირვებლები.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დიდი შვიდეულის ლიდერებს აქვთ საკმარისი საერთო პოტენციალი, რომ შეაჩერონ რუსული აგრესია, როგორც უკრაინის, ისე მთლიანად ევროპის წინააღმდეგ.