უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის წარმომადგენელთა პალატას 40 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფისთვის. გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციას უფლებამოსილებას აძლევს, ამერიკის შეერთებული შტატების მარაგიდან უკრაინას იარაღი და სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს.