ომის დღეებში პირველად დაიწყო მუშაობა სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანმა „აზოვსტალიდან“, პირველად იყო ორდღიანი რეალური ცეცხლის შეწყვეტა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ ევაკუაციაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი არ ჩაიშლება. მისივე განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან უკვე სულ 350 000 ადამიანის გამოყვანა და გადარჩენა მოხერხდა.