„ანგელა მერკელსა და ნიკოლა სარკოზს ბუჩაში ვიწვევ, რომ ნახონ, რა მოჰყვა 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში. პრეზიდენტის თქმით, უკრაინას კონცენტრირებული ბოროტება მკვლელების, ჯალათების, მოძალადეებისა და მოროდიორების სახით ეწვია.