უკრაინის პრეზიდენტი კანის კინოფესტივალზე სიტყვით გამოვიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ გამოსვლაში ჩარლი ჩაპლინის ფილმი „დიდი დიქტატორი“ ახსენა და კინორეჟისორებს მოუწოდა, ომის დროს უქმად არ იყვნენ. მისი თქმით, საჭიროა ახალი ჩაპლინი, რათა დაამტკიცონ, რომ კინო არ არის მდუმარე. პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას ოვაციები მოჰყვა.