რამდენიმე წუთში, ზუსტად 22:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის მაყურებელი მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული მუსიკალური მეგაშოუ „ვოისის“ მეხუთე ეპიზოდს ნახავს. ლიცენზირებული შოუს ქართულ ანალოგს საქართველოს პირველი არხი და „ნოვა ფროდაქშენი“ წარმოგიდგენთ.
ბრმა ქასთინგი დღეს დასრულდება. პროექტის მსაჯები, ცნობილი ქართველი მუსიკოსები – ნიკოლოზ რაჭველი, ნიაზ დიასამიძე, სტეფანე და სალიო დღეს 75 მონაწილედან რინგის ტურისთვის შერჩეულ საუკეთესო 40 კონკურსანტს წარმოგვიდგენენ.
წესების მიხედვით, მეორე ტურში თითოეული მწვრთნელის გუნდში ჯამში ათი მონაწილე იქნება. მათ ვინაობას პირველი არხის მაყურებელი დღეს გაიგებს. რინგის ტურში შოუს მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მესამე კი უკვე ლაივ კონკურსის ტურია, რომლის შემდეგ თითოეული მსაჯის გუნდში სამი მონაწილე დარჩება. წესების მიხედვით, მეგაშოუს ნახევარ-ფინალი და ფინალიც ლაივში ჩატარდება. ფინალში საუკეთესო რვა მონაწილე დარჩება. „ვოისის“ გამარჯვებული მაისში გამოვლინდება.
ვოისი