ვიზიტორთა მაღალი მაჩვენებელი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში

15:33, 24.08.2026

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში. მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის, პოზიციის გაძლიერებას. ჰაბში ასევე განთავსებულია TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც ერთდროულად 1200-მდე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ცენტრში სასწავლო პროცესი სექტემბრის ბოლოს დაიწყება და პირველ ეტაპზე კურსს 600 მსურველი გაივლის. ჰაბში მოქმედებს ასევე საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი.

მსგავსი