რუსეთის მიერ ოკუპირებულ ევროპის უმსხვილეს ბირთვულ ელექტროსადგურზე საერთაშორისო მისიის მონიტორინგი დაიწყო. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვების გამო, სადგურის დაზიანებას ადასტურებს. ექსპერტები ახლა უსაფრთხოების მხრივ არსებულ სიტუაციას აფასებენ.
გადაწყდა, რომ მისიის ორი წევრი ობიექტზე მუდმივად დარჩება. რაც შეეხება გაერო-ს და უკრაინის ხელისუფლების კიდევ ერთ მოთხოვნას – ევროპის უმსხვილესი ატომური სადგურის ტერიტორიის დემილიტარიზაცია და რუსი სამხედროების გაყვანა მოსკოვის მხრიდან ამ დრომდე უგულებელყოფილია.