უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია – რუსეთი დათმობას არ აპირებს და ნატო-სთან ომის საფრთხეზე საუბრობს. პარალელურად, ოფიციალური მოსკოვი მორიგ გაფრთხილებებს იღებს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს. რუსეთის მისამართით მკაცრი განცხადებები გააკეთა კიევში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმაც. დღესვე ბორის ჯონსონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება.
ლევან ახალაია და გიორგი კიკვაძე კიევიდან.