თურქეთში მიწისძვრის დროს დაღუპულთა შორის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქეა. ნანგრევებიდან ის ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს და უკვე გადაასვენეს პროზექტურაში. სტიქიას უკვე შეეწირა ჩვენ ქვეყნის ოთხი მოქალაქე. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 340-მდე გაიზარდა. ქვეყნის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 74 242 ადამიანი.