ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. საერთო ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 98-ს შეადგენს. აქედან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა. 26 პაციენტი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, დანარჩენები საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.