ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ამ დრომდე მუშაობენ. ამასთან, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ექვსი არასრულწლოვანი პანსიონიდან უკვე გამოიყვანეს, მუშაობა გრძელდება კიდევ ათამდე ბავშვის გადაყვანასთან დაკავშირებით.
გენო ოსიყმაშვილი განავრცობს თემას.