ვითარება „ნამახვანჰესზე“

რიონის ხეობაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. პარალელურად, განცხადებას აქვეყნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და პოლიციის მოთხოვნებს დაემორჩილონ. ამასთან, უწყების ცნობით, უსაფრთხოების მიზნით რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება.

აქვე, შეგახსენებთ, რომ კომპანია „ენკას“ ახალი ხელმძღვანელი დღეს ხეობაში ადგილობრივებთან მოლაპარაკებას ცდილობდა, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.