ლეგიონი „აზოვი“ მარიუპოლიდან, „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის კადრებს ავრცელებს. გაერო და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იუწყებიან, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, 100 ადამიანისგან შემდგარი პირველი ჯგუფი კონტროლირებადი რაიონისკენ უკვე მიემართება. ევაკუაციის დაწყების შემდეგ, ღამის საათებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა „აზოვსტალის“ მიმართულებით ცეცხლი ისევ გახსნეს.