უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათ სამხედროებს კონტროლი აქვთ აღებული კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტზე. აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სირსკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯარებს ახალი რუსი სამხედრო ტყვეების აყვანისთვის და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანია, რათა შეძლონ მათი გაცვლა უკრაინელ ჯარისკაცებში.