რუსეთის კურსკის რეგიონი საბრძოლო მოქმედებების ზონაა – უკრაინის არმიის დანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, კურსკის რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ისინი მოსკოვში გადაჰყავთ.
უკრაინის მთავრობა და თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ოპერაციის დეტალებზე არ საუბრობენ. თავის მხრივ, მოსკოვში ამტკიცებენ, რომ უკრაინელების შეტევა მოგერიებულია და დანაკარგებს განიცდიან. რუსეთს კურსკში დამატებითი რეზერვები შეჰყავს. მოსკოვმა უკრაინის ჯარების ქმედება „ტერორისტულ თავდასხმად“ და „პროვოკაციად“ შეაფასა.