ბოლო 24 საათია, კიევში სიმშვიდეა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ისევ რადასთან განთავსებულ ე.წ. კარვების ქალაქში რჩებიან. თუმცა, ოდესის ყოფილი გუბერნატორი დღეს პარლამენტთან საერთოდ არ გამოჩენილა.
უკრაინის მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. დუმს ხელისუფლებაც.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინის დედაქალაქში და რა ბედი ეწევა სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ძებნილ სააკაშვილს – მოამბე კიევიდან.