აპირებს თუ არა სააკაშვილი დაკითხვაზე გამოცხადებას

უკრაინის პროკურატურა  სააკაშვილს დაკითხვაზე ელოდება, თუმცა, საქართველოს ექსპრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს და უწყების წარმომადგენელს კარვების ქალაქში იბარებს.

სააკაშვილმა გენერალური პროკურორი იური ლუცენკო რამდენიმე წუთის წინ  ბრიფინგზე მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას არ აღიარებს.

რადას შენობასთან, სადაც სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთადაა შეკრებილი,  ვითარება დილით დაიძაბა. მცირე დაპირისპირება მოხდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებსა და მომიტინგეებს შორის.

რა ხდება უკრაინის დედაქალაქში ,  ლიკა ალელიშვილი გვეტყვის, რომელიც კიევიდან პირდაპირ ეთერში გვიერთდება.