მიხეილ სააკაშვილი - ლუცენკომ დიპლომი წარმოადგინოს, მე სამი დიპლომი მაქვს
მიხეილ სააკაშვილი - ლუცენკომ დიპლომი წარმოადგინოს, მე სამი დიპლომი მაქვს

ოდესის ყოფილი გუბერნატორი, უკრაინული ოპოზიციური პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორს, იური ლუცენკოს მოუწოდებს, იურიდიული განათლების დიპლომი წარადგინოს.

სააკაშვილის თქმით, თავად მას სამი დიპლომი აქვს.

“მე არ ვთვლი მას გენერალურ პროკურორად. ამ ადამიანს არ აქვს იურიდიული განათლება. წარმოადგინოს დიპლომი. მე მაქვს იურიდიული დიპლომი. სამი დიპლომი მაქვს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, უკრაინის უმაღლეს რადასთან გამართულ ბრიფნგზე.

ბრიფინგზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას და მის თანამოაზრეებს ფული საერთოდ არ აქვთ და არც კურჩენკოს ფული აქვთ.

“ეს არ არის ოლიგარქების აქცია. ეს არის გულწრფელი ადამიანების პროტესტი, რომლებსაც ფული არ აქვთ. ორი ვადით ვიყავი პრეზიდენტი და პოროშენკოსგან განსხვავებით, არ მაქვს მილიონები დ მილიარდები”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა რადასთან შეკრებილ მხარდამჭერებს მოუწოდა, აქციაზე ბუტერბროდები, წყალი და  მედიკამენტები მიიტანონ.

“გამიხარდება, თუ აქ ბუტერბროდებს, შეშას მოიტანთ და საღამოს ექვს საათზე შევიკრიბებით”, – განაცხადა სააკაშვილმა ბრიფინგზე.