კიევში, ე.წ. კარვების ქალაქში ღამის განმავლობაში სიმშვიდე იყო 
კიევში, ე.წ. კარვების ქალაქში ღამის განმავლობაში სიმშვიდე იყო 

კიევში, რადას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს კარვები აქვთ გაშლილი, მთელი ღამის განმავლობაში სიმშვიდე იყო.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი კიევიდან იუწყება, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მომხრეები ღამით შტურმს ელოდებოდნენ.

აქციია მონაწილეების განცხადებით, ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სამართალდამცველებს ე.წ. კარვების ქალაქი დაეშალათ.

აქციის მონაწილეებს ე.წ. კარვების ქალაქის შესასვლელები გადაღობილი აქვთ საბურავებით, ქვებითა და სხვადასხვა ნივთებით.