ვითარება ისრაელში

დაძაბულია ვითარება ისრაელში. ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად 25 პალესტინელი დაიღუპა, დაშავებულია 107 პალესტინელი, მათ შორის ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორში მყოფი მოძრობა „ჰამასის“ მებრძოლების პოზიციებზე მიიტანეს იერიში. სამხედროების თქმით, „ჰამასის“ წევრებმა ღაზის სექტორში ანტისატანკო რაკეტების გამშვები დანადგარები განალაგეს. ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. საუბარია სულ მცირე, ექვსი რაკეტაზე.

ვითარება ისრაელში – საქართველოს საელჩოს განცხადება