ვითარება ისრაელში

ისრაელის ქალაქებში არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ არეულობის ათობით მონაწილე დააკავა. ქალაქ ხაიფას მახლობლად მდებარე დასახლებაში სამართალდამცველებმა 11 ადგილობრივი დააკავეს. პოლიცია აცხადებს, რომ არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, თუმცა არ კონკრეტდება, თუ რა საშუალებები. პოლიციის განცხადებით, დანით შეიარაღებული ორი ადამიანია დაკავებული თელ-ავივში, ბეერშევაში კი სამართალდამცველებმა 13 პირი დააკავეს. ისინი სხვადასხვა სახის ხელნაკეთი იარაღით იყვნენ აღჭურვილნი. არაბებსა და ებრაელებს შორის შეტაკებები მოხდა ქალაქ ლოდსში, სადაც უსაფრთხოების დამატებითი ძალებია განთავსებული.  შეგახსენებთ, მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, როგორც ებრაელების, ისე არაბების ლინჩის წესით გასამართლებას მიუღებელი უწოდა.

მოამბე