ქალაქ ლოდში ებრაელები და არაბები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ისრაელის ქალაქ ხაიფაში ებრაელებსა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანამდე ებრაელები ქალაქის ქუჩებში აქციებს მართავდნენ და არაბების ბიზნესებს, საცხოვრებლებს და მეჩეთს თავს დაესხნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ ჯოხებით შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი ერთ-ერთი მოქალაქის სახლში ცდილობდა შეჭრას. დაპირისპირების დროს ერთ-ერთ შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ისრაელის მედია წერს, რომ ხაიფაში 59 ადამიანი კვამლით მოიწამლა. ისრაელის სიდიდით მესამე ქალაქში არაბები მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ. ებრაელები და არაბები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ისრაელის ქალაქ ლოდშიც. აღსანიშნავია, რომ ლოდში ხელისუფლებამ ე.წ. კომენდანტის საათიც დააწესა. გავრცელებული ცნობით, ებრაელები სხვადასხვა დასახლებების ქუჩებში გამოვიდნენ და არაბების საკუთრებაში არსებულ შენობებს თავს დაესხნენ. მანამდე ეთნიკურმა არაბებმა ებრაელების ობიექტებზე, ავტომობილებზე და სინაგოგებზე მიიტანეს იერიში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ებრაელების ჯგუფი ქალაქ ბათ იამში არაბ მძღოლს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. არსებული ვითარების ფონზე, ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა სამოქალაქო ომის საფრთხეზე ისაუბრა და მოქალაქეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ქვეყნის მოსახლეობას ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც.

ვითარება ისრაელში