ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას ჩრდილოეთით მცხოვრებ 1 მილიონ პალესტინელს 24 საათის განმავლობაში ევაკუაციისკენ მოუწოდებს. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები შეიძლება ემზადებოდეს სახმელეთო შეჭრისთვის. ისრაელის ამ გაფრთხილების საპასუხოდ, „ჰამასის“ ლიდერებმა იქ მცხოვრებ ადამიანებს უთხრეს, რომ ტერიტორია არ დატოვონ. ისრაელმა პირობა დადო, რომ არ გააუქმებს შეზღუდვებს, სანამ „ჰამასი“ ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს. ისრაელის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში 750 სამხედრო ობიექტის მიმართულებით განახორციელეს სარაკეტო იერიში.
მსხვერპლის რაოდენობა იზრდება, ღაზაში პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმის შემდეგ სულ მცირე 1 537 ადამიანი დაიღუპა და 6612 დაშავდა, დიდი დანაკარგებია ისრაელის მხარესაც, სადაც სულ მცირე 1 200 ადამიანია დაღუპული.