ყოველ პარასკევს ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარი სისხლიანი დაპირისპირების ეპიცენტრი ხდება. პალესტინელების ყოველკვირეული დემონსტრაცია, როგორც წესი, მშვიდობიანად არ სრულდება. 27 ოქტომბრის ღამე ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილში განსაკუთრებით დაძაბული იყო.
ორმხრივი თავდასხმების სერია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. თუმცა, ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვართან მცხოვრებლები შეთანხმებას დროებით მშვიდობას უწოდებენ.