მედიის ინფორმაციით, ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში მიმდინარე აქციაზე მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. ჯალალაბადში ადგილობრივი მაცხოვრებლები „თალიბანის“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მოძრაობის წევრები ავღანეთის ეროვნული დროშის შეცვლას აპირებენ.
აქტივისტები ჯალალაბადის ქუჩებში დროშებით ხელში გამოვიდნენ და „თალიბების“ ამ გეგმას პროტესტი გამოუცხადეს. მანამდე სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჯალალაბადში მიმდინარე აქციაზე სროლის ხმა ისმის.