ვითარება აფეთქების ადგილზე

ორი დაღუპული, სამი დაშავებული და მთლიანად დანგრეული სამი სართული – ასეთია ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგი.

საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას ახლა სპეციალისტები ამოწმებენ. სწორედ მათ მიერ მომზადებულ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, დაექვემდებარება თუ არა კორპუსი გამაგრებით სამუშაოებს. მანამდე კი 28 ოჯახი კვლავ სასტუმროებში რჩება.

ტრაგედიის ადგილზე მცხოვრებლები სახლებში დღეს რამდენიმე წუთით მაშველებთან ერთად შეუშვეს.