ვითარება აფეთქების ადგილზე

ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან ადგილობრივებს საკუთარი ნივთები გამოაქვთ.

ბინადრებს პროცესში მაშველები ეხმაურებიან. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტებიც, რომლeბიც შენობის მდგრადობას იკვლევენ . მათი დასკვნის შემდეგ გაირკვევა შესაძლებელია თუ არა კორპუსის გამაგრება.

23-ე კორპუსის მეოთხე სადარბაზოში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შენობის სამი სართულის შიდა ნაწილი სრულად არის ჩანგრეული. შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 4 მოქალაქე.

გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.

დატოვე კომენტარი