ქვეყანაში ვირუსული ინფექციების რამდენიმე ვარიანტი ცირკულირებს. მათ შორის რინოვირუსი, პარაგრიპის ინფექცია და ე.წ. ძველი კორონავირუსი, რომელიც ძირითადად გაციების მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება. ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, მისი განმარტებით, გრიპის პრევენციის საუკეთესო საშუალება აცრაა. მედიკოსი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ რისკჯგუფში შემავალ პირებს მოუწოდებს.