ვირუსების წინააღმდეგ რისკჯგუფებში შემავალი პირების უფასო ვაქცინაცია დაიწყო
საქართველოში სეზონური ვირუსების წინააღმდეგ რისკჯგუფებში შემავალი პირების უფასო ვაქცინაცია დაიწყო. ესენი არიან დიაბეტის მქონე, ასევე დიალიზზე მყოფი ადამიანები, ცე ჰეპატიტითა და შიდსით ინფიცირებულები, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, სამედიცინო პერსონალი და სხვა.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აცრის გაკეთება საკუთარი სახსრებით, პრევენციის მიზნით სურთ, მათთვის ხელმისაწვდომია 3-კომპონენტიანი ვაქცინა, უფრო ფართო სპექტრის მქონე, 4-კომპონენტიანი პრეპარატი კი ქვეყანაში ერთ კვირაში შემოვა.
რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს მოსახლეობის მიმართ ვირუსების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით? ამ თემაზე დაავადების კონტროლის ცენტრში პრესკონფერენცია იმართება და ცენტრიდან ახლა თამარ ნადარეიშვილი გვერთვება.