ვილი სანიოლი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიდან გაათავისუფლეს

15:03, 26.09.2026

ვილი სანიოლი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიდან გაათავისუფლეს – მისი გუნდიდან გაშვების მთავარი მიზეზი, ბოლო ხუთ ოფიციალურ შეხვედრაში ხუთი დამარცხებაა. ნაკრებში მისი ბოლო მატჩი, უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების სტარტზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მარცხი იქცა.

ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 58 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 25 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 23 წააგო. სანიოლმა ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონიდან B-ში დააწინაურა, სადაც ქართველები უკვე ზედიზედ მეორე გათამაშებაა, ასპარეზობენ. 

სწორედ ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველად, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც ჯგუფური ეტაპი დაძლია და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა. ამავე წლის 12 ნოემბერს მას 4 წლით კონტრაქტი გაუხანგრძლივეს, რომელიც ახლა ნაადრევად შეწყდა.

მსგავსი