ვენესუელაში მასშტაბური ამნისტიის ფარგლებში 39 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. მათ კარაკასის ციხე რამდენიმე საათის წინ დატოვეს. მთავრობის მეთაურმა, ამნისტიას მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. განსხვავებული არგუმენტი აქვთ თავად ვენესუელის ოპოზიციაში, სადაც ფიქრობენ, რომ ამნისტია საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგია.
რამდენიმე პოლიტპატიმრის მდგომარეობა მძიმეა. უფლებადამცველების განცხადებით, ისინი კარაკასის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები იყვნენ.