ვენეციის კომისიის დასკვნა

ხანგრძლივი პოლიტიკური პროცესის ფინალური ეტაპი – პარლამენტი ვენეციის კომისიისგან დადებით შეფასებას იღებს.

დეკემბერში მეორე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის პროექტს ევროპელი ექსპერტები დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ახალი კონსტიტუცია ქვეყანაში პოლიტიკურ პლურალიზმს შეუწყობს ხელს. საბოლოო დასკვნაში პოზიტიურადაა შეფასებული ყველა ის საარჩევნო ცვლილება, რომლებიც თვეების განმავლობაში პოლიტიკური უთანხმოების საგანი იყო. ერთადერთი, რის გამოც კომისია წუხს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადებაა.