ვენეციის კომისიის დასკვნა

საქართველოში განხორცილებულ საკონსტიტუციო რეფორმას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს ვენეციის კომისია.

ამის შესახებ იმ დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც ევროპელმა ექსპერტებმა მესამე მოსმენით დასამტკიცებელი დოკუმენტის შესახებ მოამზადეს და დღეს გამოაქვეყნეს. დასკვნის მიხედვით, ევროპელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემუშავებული ცვლილებები კიდევ უფრო აუმჯობესებს კონსტიტუციის ტექსტს და ის ეყრდნობა სწორედ ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.

შორენა ხვიჩია მუშაობდა თემაზე.