ვაზიანში აშშ-საქართველოს პროექტის დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს

12:16, 18.05.2018

ისტორიული დღე – ასე შეაფასა ლევან იზორიამ თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დაწყება. ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროგრამის დაწყებისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს.

პროექტი ამერიკისა და საქართველოს მხარდაჭერით ტარდება.  თითოეული ბატალიონის წვრთნა სამი თვე გაგრძელდება. პროგრამა ქვეყნის მასშტაბით ყველა  ქვეით ბატალიონს შეეხება. ცერემონიაზე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით  თავდაცვის მინისტრი, შეერთებული შტატების,  ევროპული სარდლობის მეთაური,  ნატო-ს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიმართეს.

მსგავსი